Skip to content

რით გამოირჩევა მსოფლიოს 14 დამწერლობაში ქართული დამწერლობა?!

March 15, 2011

კაცობრიობამ ხანგრძლივი გზა განვლო ვიდრე დამწერლობის ყველაზე სრულყოფილ სისტემას – ანბანურ ანუ წმინდა ფონეტიკურ დამწერლობას შექმნიდა. ანბანური დამწერლობა ენის ფონეტიკას, მის სტრუქტურას უკეთ ასახავს. დამწერლობა ცდილობს შეძლებისამებრ ზუსტად გადმოსცეს ენის თავისებურებანი, ენის ფენომენი. რაც უფრო უკეთ ახერხებს ამას დამწერლობა მით უფრო სრულყოფილია იგი. დამწერლობა მეტყველების გრაფიკული ფიქსაციაა.

დამწერლობა ანბანურია როცა გრაფიკულ ნიშანს ცალკეული ბგერის მნიშვნელობა აქვს, დამწერლობის ანბანური სისტემა ფინიკიელებმა შექმნეს. ფინიკიური დამწერლობა საფუძვლად დაედო ორ ძირითად განშტოებას: დასავლეთში ბერძნულს, აღმოსავლეთში სემურარამეულ  დამწერლობას.

აღმოსავლურ ანბანურ სამყაროში წერის მიმართულება იყო მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო დასავლურ ანბანურ სამყაროში, პირველად საბერძნეთში დაკანონდა აღმოსავლური საპირისპირო წერის მიმართულება: მარცხნიდან მარჯვნივ – ანბანური სისტემის თვალსაზრისით, ქართული ასომთავრული დამწერლობა განეკუთვნება ბერძნულ დასავლურ ანბანურ სისტემებს, წერის მიმართლება ქართულ ასომთავრულში: ბერძბულია, მარცხნიდან მარჯვნივ, მაგრამ ქართული ასომთავრული დამწერლობის გრაფიკა დიდად განსხვავდება ბერძნულისაგან. ბერძნულ მონუმენტური დამწერლობის ჩამოყალიბება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხდებოდა (ხუთი – ექვსი საუკუნე) დასავლეთის ყველა ერი დამწერლობის ბერძნულ–გრაფიკული სისტემით სარგებლობს, გამონაკლისია ქართული დამწერლობა. ბერძნულისაგან განსხვავებით ქართული მონუმენტური დამწერლობა შექმნილია ერთ დროს და ერთ დროულად.

მსოფლიოში არსებობს 14 ძირითადი დამწერლობა ესენია: ქართული, ლათინური, ბერძნული, კირილიცა, სომხური, არაბული, ებრაული, სირიული, ეთიოპიური, იაპონური, კორეული, ჩინური, ინდური, მონღოლური.

ქართული დამწერლობა

ქართულ თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს. ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება.ქართული გადმოცემის თანახმად,ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ – ფარნავაზ 1-მა შექმნა_ძვ.წ 3 საუკუნეში. არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ.წ 4-5 საუკუნეებს უკავშირდება. 1990-იან და 2000-2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებს,რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.ქართული დამწერლობა შედგებოდა სამი ისტორიული სახისაგან, ასომთავრული(მრგლოვანი)ნუსხური(ხუცური,კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს.

ლათნური დამწერლობა


(რომაული ანბანი,ლათინურ ენაზე (აბეცედარიუმი) არის თანამედროვე მსოფლოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანბანური დანწერლობა.მას რომანული, გერმანიკული, ფინურ-უნგრული, სლავური, თურქული და სხვა ენები გამოიყენებენ.ლათინური დამწერლიობა 26 ასონიშნისაგან შედგება.ენათა ჟღერადობრივი ბუნების მიხედვით ეს ასო-ნიშნები სხვადსხა-გვარად წარმოითქმება.ლათინური დამწერლობა მომდინარეობს ეტრუსკული ანბანიდან,რომელიც ეტრუსკებმა ბერძნულის მიხედვით შექმნეს.ლათინურ ანბანში თავდაპირველად 21 ასო იყო.

ბერძნული დამწერლობა


ბერძნული ენის ანბანი.პირველი წარწერები გვხვდება ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნეში.იგი წარომიშვა ძველი ფინიკიური დამწერლობისაგან. ფინიკიურიდან ბერძნულში გადმოსვლისას ყველა ასომ სახე შიცვალა, ბერძნებმა ანბანში პირველად შემოიტანეს ხმოვნები. ბერძნულ ანბანში 24 ასო ნიშანია.მათგან შვიდი ხმოივანია.ისევე როგორც ლათინურსა და კირილიცაში,ბერძნულშიც არის დიდი და პატარა ასოები.

კირილიცა


დამწერლობა ბევრი სლავური ენისთვის ევროპასა და აზიაში. მისი სახელი დაკავშირებულია წმინდა ბერებთან, კირილე და მეთოდე თესალონიკელებთან, რომელმაც შექმნა არა კირილიცა, არამედ მისი წინამორბედი-გლამოლიცა.კირილიცაზე წერენ ყოფილი იუგუსლავიის ზოგიერთ ქვეყანაში.(სერბია,ბოსნია)

სომხური დამწერლობა


გადმოცემის თანახმად იგი 405 წელს შექმნა  სომეხმა საზოგადო მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა.თავდაპირველად სომხურ ანბანში 36 ასო იყო. მეთორმეტე საუკუნეში სამი ასო დაემატა.თანამედროვე სომხურ ანბანში 39 ასოა.ამათგან 7 ხმოვანია.დანარჩენი თანხმოვანი. სომხური დამწერლობა რიცხვების აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა.სომხურ ანბანს დღემდე სახე არ შეუცვლია მისი ძირითადი სახეობებია ერკათაგის (ასომთავრული) და ბოლორგირი (ნუსხური). სომხური დამწერლობა გენეზისისა და დათარიღების პრობლემა ჯერ კიდევ არაა გადაჭრილი. სომხური საისტორიო წყაროების ერთი ჯგუფის მიხედვით იგი მეხუთე საუკუნის დასაწყისში შექმნა სომეხმა ბერმა მესროპ მაშტოცმა. მეორე ჯგუფის წყაროთა ცნობით მან უკვე არსებული ანბანი მხოლოდ შეავსო.ყველაზე გავრცელებული შეხედულებით მეხუთე საუკუნემდე სომხური დამწერლობა არ არსებობდა. საერთო აზრი არ არებობს არც სომხურ დამწერლობის წარმომავლობის საკითხში.სპეციალისტები ხაზს უსვამენ ბერძნული სისტემის გავლენას.

არაბული დამწერლობა


ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში მას ძირითადად იყენებენ არაბულ ქვეყნებში.აგრეთვე ირანში,ავღანეთსა და პაკისტანში. აგრეთვე ბოსნიაში. არაბული ანბანი შედგება 28 ასოსგან და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ.ასოების დიდ ნაწილს ოთხი სხვადასხვა სახე აქვს იმის და მიხედვით,თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში. არაბულ ანბანში არ არის ხმოვანებით. მათ აღსანიშნავად გამოყენებულია დიაკრიტული ნიშნები. წერის დროს ასოები ერთმანეთზეა გადაბმული,გამონაკლისია 6 ასო რომლებიც მარცხნიდან არ გადაებმებიან.გადაბმული წერა აუცილებელი მოთხოვნა არაბულისთვის.ქართულში გადაბმულად წერას ვიყენებთ მხოლოდ ხელნაწერში.ეს სავარაუდოდ არაბულის გავლენაა.

ებრაული დამწერლობა


განვითარდა ფინიკიურისა და ქანაანური კონსონანტური დამწერლობებისაგან.ასოთა მოხაზულობა წინამორბედ დამწერლობებში ერთ საგანს აღნიშნავდა.ებრაულში ამ ნიშნებმა აგურების მნიშვნელობები შეიძინეს.უძველესი ხელნაწერები მოიპოვება ძვ.წ 12 საუკუნეში.ებრაულის წინამორბედი დამწერლობები: ქანაანური დამწერლობა,ფინიკიური დამწერლობა,არამეული დამწერლობა.

სირიული დამწერლობა


შედგება 22 ასოსგან,რომელიც არის წარმოშობილი არამეული დამწერლობიდან. დამწერლობა არის კონსონანტური.იწერება მარჯვნიდან მარცხნივ.შეიქმნა-200 ძვ.წ.დამწერლობის ის ტიპი რომელზეც წერენ მეხუთე საუკუნემდე კლასიკურ სირიულ დამწერლობად არის მოხსენიებული.ამის შემდეგ,როგორც კი დაიყო აღმოსავლეთის ასურული ეკლესია ორ ნაწილად, დაიყო დამწერლობაც.თითოეულმა ახალმა ეკლესიამ გამოიმუშავა თავისი შრიფდი სირიული დამწერლობის საფუძველზე.

იაპონური დამწერლობა


არის ჩინური სიტყვა ნიშნური სისტემისა და იაპონური კუთხოვანი (კატაკანა) და მრგლოვანი (ჰირაგანა) მარცვლოვანი დამწერლობის ერთგვარი ნარევი სავარაუდოდ ჩვენი წელთთაღრიცხვის 400 წლისათვის უკვე კარგად განვითარებული ჩინური დამწერლობა უნდა შემოეტანათ. დროთა განმავლობაში იაპონელებმა გრაფიკული ნიშნები 250 იდიუგრამით(კანჯი)განავრცეს.დღეისათვის ყველაზე უფრო გამოყენებადი კანჯის რაოდენობა შეადგენს 1850, რომელთაგან 881 ნიშნის შესწავლა სავალდებულოა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში.შერეული სტილით წერისას  ცნებები კანჯის მეშვეობით გამოიყენება,სუფიქსები,ბოლოსართები და ა.შ. პირაგანათი წერენ კატაკანას გამოხატება შეზღუდულია გარკვეული სფეროებით (უცხო ან ნასესხები სიტყვებით) იაპონელები წერენ ვერტიკალურად ზევიდან ქვევით,მაგრამ ასევე ჰორიზონტალურად მარცხნიდან მარჯვნივ.სიტყვებს ინტერვალების გარეშე წერენ.მათ გადატანა ან გაყოფა ნებისმიერ ადგილას შეიძლება ტირეს გარეშე. იაპონელები ნიშნებს წერენ  ნაგულისხმევ კვადრატებში. სათაურის სანახავად წიგნი ზურგზე უნდა გადმოვატრიალოთ მარჯვნისაკენ და წავიკითხოთ არა თავიდან ბოლომდე,არამედ პირიქით.

კორეული დამწერლობა


ჰანგული კორეული ან ჩორონგული კორეული არის კორეული ენის ანბანი რომელმაც კორეაში შეცვალა ჩინეთიდან შემოსული ჰანჯა,ანბანი შედგება 14 თანმოვანისაგან და 10 ხმოვნისაგან.ყოველ ბგერას თითო ასო შეესაბამება ასოთა მოხაზულობა შემუშავებულ იქნა სხა დამწერლობებისაგან დამოუკიდებლად.ჰანგული შქმნეს მეცნიერთა ჯგუფმა 1443წელს ჯოსონის დინასტიის მეოთხე მეფის. სეჯონგ დიდის დავალებით.მეფე ახალი ანბანის შექმნის საჭიროება იმით ახსნა, რომ კორეული ენა ძალიან განსხვავდებოდა ჩინურისაგან დაუბრალო ხალხს უჭირდა იეროგლიფების სწავლა, ახალი ანბანის სწავლა კი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. ანბანის შექმნის პროექტი დასრულდა 1446 წელს.მეფის გარდაცვალების შემდეგ გაუქმდა”სახალხო ანბანი”ჰანგულის მეორე დაბადება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა.ჰანგული გახდა კორეული ეროვნული მოძრაოების სიმბოლო,როდესაც კორეა სულ უფრო და უფრო ექცეოდა იაპონიის გავლენის ქვეშ. 1945 წლიდან როდესაც კორეა იაპონიისაგან განთავისუფლდა.ჰანგული გახდა ოფიციალური დამწერლობა.

ეთიოპური დამწერლობა


მარცლოვანი დამწერლობ,(აბუგიდა)რომელიც სამხრეთ არაბული დამწერლობისაგან განვითარდა.ის სხვა სემიტური დამწერლობებსაგან განსხვავებით მარცხნიდან მარჯვნივ იწერება.მეცნიერები ეთიოპიურ დამწერლობას,ისევე როგორც ინდურს,აბუგიდას კატეგორიაში აერთიანებენ,თუმცა ინდური შრიფტები გაცილებით ძველია,ვიდრე ეთიოპიური, სილაბური დამწერლობა.ეთიოპიური დამწერლობა მხოლოდ თანამედროვე ეპოქაში იქნა სისტემატიზირებული. ძველი ეთიოპიური ენისათვის შექმნილ დამწერლობას, თანამედროვე ენების ამჰარულის,ტიგრინიისა და სხვათა შესაწყობად გარკვეული მოდიფიკაცია ჩაუტარდა.ზოგიერთი ძველი ნიშანი ხმარებიდან იქნა ამოღებული.

ჩინური დამწერლობა


ლოგოგრამული დამწერლობა რომელიც გამოიყენება ჩინურ და იაპონურ ენებში. ჩინური დამწერლობა წარმოიქმნა  3200 წლის წინ და სავრაუდოდ დღეს არსებული დამწერლობებიდან უძველესია.ამ დროის განმავლობაში ჩინურმა დამწერლობამ მნივნელოვანი ცვლილებები განიცადა და მისი უძველესი ნიმუშების წაკითხვა მხოლოდ ლინგვისტი არქეოლოგებისათვისაა შესაძლებელი. ჩინეთში აღმოჩენილი უძველესი ნიმუშები კუს ჯავშანზე დაახლოებით ძვ.წ 8 ათასწლეულს ეკუთვნის მათი გაშიფვრა ჯერ ვერ მოხერხდა. ჩინურ დამწერლობაში სიმბოლოთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია და თითეულ სიმბოლოს აქვს არა მხოლოდ ფონეტიკური არამედ აზრობრივი მნიშვნელობაც. ჩინურ სიმბოლოთა 4 პროცენტი არის პიქტოგრამებიდან წარმოებული. თანამედროვე იეროგლიფებისა და პიქტოგრამების შორის კავშირის შემჩნევა არ არის ადვილი. დანარჩენები ლოგიკურად არის შედგენილი რამდეიმე მარტივი იეროგლიფისაგან.დიდ ლექსიკონში 46 ათასზე მეტი იეროგლიფია შესული, თუმცა მათი უმეტესობა საკმაოდ იშვიათად გამოიყენება. საშუალოდ ჩინელმა ან ჩინურის მცოდნემ  3000-4000 იეროგლიფი იცის.თითო იეროგლიფი აღნიშნავს თითო მარცვალს, ხოლო ბევრი ჩინური სიტყვა შედგება ერთზე მეტი მარცვლისაგან.კონტინენტურ ჩინეთში გამოიყენებ 1956 წლიდან გამარტივებული დამწერლობა.

ინდური დამწერლობა


სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დამწერლობათა დიდი ჯგუფი,რომელთა ც აერთიანებს წარმომავლობა და ანბანთა აგების პრინციბები.ინდოეთის,ბანგლადეშის, პაკისტანის, ნეპალის გარდა.ინდური დამწერლობის ნაირსახეობებმა ბუდიზმთან ერთად შეაღწია ტიბეტსა და ცენტრალურ აზიაში. საკუთრივ ინდოეთში დამწერლობის უძველესი ტიპია ძვ.წ 3-2 ათას. წ.მოხენჯო-დაროს,ჰარაპისა და სხვა იეროგლიფური ნიშნები საბეჭდავებზე. რაც დღემდე გაუშიფრავია.უძველესი ამოკითხული წერილობითი ძეგლები(ძვ.წ. მესამე ს.) დაწერილია სილაბურით, ბრაჰმით. ბრაჰმიდან მომდინარეობს ინდური დამწერლობის შემდეგდროინდელი განშტოებები. ბრაჰმის პარალელურად ძ.წ.V.– იდან ახ.წ 5 – მდე გავრცელებული ყოფილა ქაროშთი, რომელიც თანდათან განდევნა ბრაჰმამ. მოგვიანებით ჩამოყალიბდა ინდური დამწერლობის 3 ძირითადი შტო;გუპტა,ტიბეტური,ნაგარი.

მონღოლური დამწერლობა


მეცამეტე საუკუნეში მონღოლებმა გადმოიღეს უიღურული დამწერლობა.(წერენ ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ)მე-14 საუკუნეში ბუდისტური ტექსტების ზუსტად გადმოცემის მიზნით უიღურულ დამწერლობა გადაახალისეს და “გალიკი” უწოდეს.17 საუკუნის შუა წლებში იორათმა მეცნიერმა ზაია-ჰდიტამ. რამდენადმე გადაასხვაფერა მონღოლური დამწერლობის ზოგიერთი სიმბოლო და ჩამოაყალიბა ეგრეთწოდებული ”ნათელი დამწერლობა”.

About these ads
One Comment
  1. sachiro cerilia madloba :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: