Skip to content

ქართველებისგან მივიწყებული მხარე სომხეთში.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩვენს ქვეყანას ორი რეგიონი ჩამოშორდა, ესენია ჰერეთისა და ლორეს რეგიონები. შესაბამისად აზერბაიჯანს და სომხეთს გადაეცათ ეს მახრეები. ორივე რეგიონი გადაულოცა სერგო და ფილიპე ორჯონიკიძემ სტალინის ნებართვით მეზობელ რესპუბლიკებს. ახლა შემოგთავაზებთ ლორეს მცირე მიმოხილვას სადაც დღემდეა შემონახული ქართული ტაძრები და დღემდე იგრძნობა ქართული სული.

ლორე – შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში (ახლანდელი სომხეთი). ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია ქ. სტეფანავანის ახლოს. დაარსდა XI საუკუნეში, 1065 წლიდან კვირიკიდების დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული ტაშირძორაგეტის სამეფოს ცენტრი. მდებარეობდა მაღალ სამკუთხა პლატოზე. ორი მხრით ხეობები იცავდა, მესამე მხრით — ციხესიმაგრეთა კედლების სისტემა. 1118 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა ლორე მიმდებარე ტერიტორიებით საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო იგი საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლორე ეწოდა. 1177 წელს ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფრისწულის უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესიმაგრის ფუნქციაღა შერჩა. XVI-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა.

სომხური გეგმები რომელიც ადრევე გაიშიფრა

   ამა წლის 10 ივნის საქართველოს ეწვია სრულიად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II,  ამ ვიზიტმა დიდი ყურადღება მიიპყრო როგორც ქართული ისე სომხური მხრიდან, როგორც შემდგომ გახდა ცნობილი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სადაო ეკლესიების პრობლემის მოგვარება. ამ თემაზე სასაუბროდ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ბატონ ბონდო არველაძეს ვეწვიეთ.

როგორ შეაფასებდით სრულიად სომეხთა კათალიკოს გარეგინ II ვიზიტს საქართველში.

როგორ ჩემთვის ცნობილია გარეგინ II არაერთგზის აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენჯერმე გადაიდო მისი ვიზიტი. ამა წლის 10 ივნისიდან 15 ივნისამდე შედგა გარეგინ II ვიზიტი საქართველოში,  ჯერ უნდა დაისვას კითხვა რა მოლოდინი? რა მიზანი ჰქონდა გარეგინ II ვიზიტს საქართველოში. რა მიზანი ექნებოდა? ამაზე მე ადრეც ვთქვი და შემდგომ  გამართლდა ჩემი ნათქვამი.

გარეგინ II, პირველ რიგში დასვამდა ეგრეთწოდებული სადაო ეკლესიების საკითხს და შემდგომ საქართველოში სომხური ეპარქიის იურიდიულ სტატუსის საკითხი. აქვე მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში გარეგინ II, რომ ჩამოვიდა მის უწმინდესობას დახურულ კარს მიღმა შეხვდა და იქ რაზე იყო საუბარი არ ვიცი ჩემთვის ძნელია თქმა. რაც ოფიციალურად ითქვა ინტერვიუში ეს იყო, რომ გარეგინ მეორემ დასვა ეკლესიების საკითხი, ადრე მათ უფრო მეტ ეკლესიებზე ჰქონდათ პრეტენზია, მაგრამ ახლა საბოლოოდ ხუთ ეკლესიაზე ჩამოვიდნენ, ეს ეკლესიები არის ნორაშენის ეკლესია ლესელიძის ქუჩაზე, სუფნშაის ეკლესია ვერცხლის ქუჩაზე, სურბმინასის ეკლესია ავლაბარში, მოღნინისურფგეორგის ეკლესია თბილისში და მეხუთე ეკლესია ახლაციხის მარდის ეკლესია.

მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ ძალიან მკვეთრი,მკაფიო და ნათელი პოზიცია დაიჭირა. კი ბატონო შეიქმნას კომისია რომელიც დაადგენ ამ ხუთი ეკლესიის ისტორიას მაგრამ ამავე დროს პარალელურად შეიქმნას სომხეთში კომისია რომელიც დაადგენს ტაშირის ტერიტორიაზე ახტალა,ქობაირი,ჰნევანი,კიპარი და სხვა ეკლესიების ისტორიის წარმომავლობის საკითხს .ეს კომისია შემდეგ დასკვნას დადებს შეაჯერებენ,  ერთი სიტყვით თუ, სომხებს, აქვთ პრეტენზია ეკლესიებისა საქართველოში  ჩვენც გვაქვს ასევე პრეტენზია სომხეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების გადმოცემის შესახებ. რამდენადაც გავიგე, სომხეთის კათალიკოსმა აქ  თანხმობა განაცხადა რომ შეიქმნას კომისია, მაგრამ როგორც დაბურნდა ეჯმეაწინში  ყველაფერზე უარი თქვა, უარი განაცხადა იმაზე კომუნიკე რო იყო, უარი განაცხადა ერთობლივი კომისიის შექმნაზე. მისმა უწმინდესობამ ნათლად უთხრა, უთხრა დაისვას სომხეთში ქართული ეპარქიის შექმნისა და მას ჰქონდეს იურიდიული სტატუსი, რაზედაც აქ განაცხადა თანხმობა გარეგინ II , მერე როგორც გავიგე იქ უკვე ამაზედაც უარი თქვა, სომხურ პრესას თუ გადავხედავთ, სომხეთში ძალიან უარყოფითად შეფასდა გარეგინ II ვიზიტი და  ფიასკო განიცადაო.

რა მოლოდინები ჰქონდა ქართულ მხარეს ამ ვიზიტისაგან.

მისმა უწმინდესობამ დასვა საკითხი რომ პარალელურად დასვას იმ ეკლესიების ქართულ მხარისათვის გადმოცემის შესახებ რომელიც დღევანდელ სომხეთის ტერიტორიაზეა და ქართული ეკლესიებია, როგორც ზემოთ მოგახსენეთ თავდაპირველად გარეგინ II დათანხმდა ამ კომისიის შექმნას, მაგრამ როდესაც ის ეჯმეაწინში ჩავიდა მან ყველაფერი უარყო როგორც მე გავიგე. მისი ვიზიტი კიდევ სხვა საქმეს ემსახურბოდა, რომელიც არ თქმულა, როგორც ეხლა გაირკვა გარეგინ II მარტო ეკლესიების გადაცემის და იურიდიული სტატუსის შესახებ არ ჰქონია მოთხოვნა მას სხვა მიზანიც ამოძრავებდა, როგორც ჩანს მისი ჩასვლა ჯავახეთში იქ ნიადაგის მოსინჯვა იყო ჯავახეთის სომხური ეპარქიის შექმნის თაობაზე, ეს მიზანიც ჰქონია. ეს როგორ  გადაწყდება ძნელია თქმა, აი მაგალითად ერთ–ერთ გაზეთში წავიკითხე ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილი წერს რომ იყო ყუმურდო ახალქალაქის სომხური ეპარქია მე ესეთი ეპარქია არ ვიცი, მე ვეუბნები თუ არსებობს ასეთი რაღაცა, წყარო მიუთითოს აი თუმანიშვილის ამ განცხადება  პირდაპირ აიტაცებს ეჯმეაწინი და თითზე დაიხვევს.

რას მოიტანს ერთობლივი ისტორიკოსთა ჯგუფის შექმნა, როგორც ქართული ისე სომხური მხარისათვის.

10 წელზე მეტია რაც შექმნილია ამ პროფილით ეს ჯგუფი, ვინ არიან წევრები? ვინ კურირებს? რას აკეთებენ?  საიდუმლოებით არის მოცული. ამავე დროს შეიქმნა სომხეთში ასეთი ჯგუფი, სომხეთში მარტო პ.მურადიანმა 425–გვერდიანი წიგნი გამოსცა–“ძველი თბილისის სომხური ეკლესიები”(2010 წელს), სომხურ ენაზე. საერთო ისტორიკოსთა ჯგუფის შექმნა,  საჭიროა და აღდგება მოლაპარაკება, თავდაპირველად შეთანხმება მიღწეული იყო კიდეც როდესაც გარეგინ II ეჯმეაწინში დაბრუნდა უარი განაცხადა ამ ჯგუფის შექმნაზე. ერთმა ისტორიკოსმა მითხრა რომელიც ტაშირში იყო რომ იქ მიდის რესტავრაცია ოღონდ ყოველივე ქართულის გაქრობით.  ასევე  ქობაირის რესტავრაცია, მაგალითად ჰნევანქში დაიკარგა 7 ქართული საფლავი თავისი ეპიტაფიით, რა გარანტია მაქვს ახტალაში როგორ იქნება ქართული წარწერების საქმე, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში რას აკეთებენ ჩევენი ისტორიკოსთა ჯგუფი ვერ გეტყვით მაგათი მუშაობის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით.  ამბობენ რომ ხელოვნებათმცოდნეები ისტორიკოსები არიან ამ კომისიის წევრები.

როგორ შეაფასებდით სომეხთის მხრიდან თავდაპირველად თანამშრომლობაზე წამოსვლას სხვადასხვა საკითხებზე და შედგომ ამ ყველაფერზე უარის თქმას.

ამ საკითხს მოგვარება უნდა და რეალურად უნდა დაიწყოს მუშაობა ქართულმა კომისიამ თუ მართლა არსებობს ასეთი კომისია. უნდა დადოს ნაშრომი როგორც   პ.მურადიანმა დადო 425 გვერდიანი ნაშრომი სომხური ეკლესიები ძველ თბილიში, რაც შეეხება სტატუსის საკითხს ეს სახელმწიფო მოლაპარაკების საკითხია მაგალითად ერეკლეს დროს იყო თბილიში სომეხი ეპისკოპოსი, ეჯმეაწინს ერკელეს ნებართვსის გარეშე აქ ეპისკოპოსის დანიშვნის უფლება არ ჰქონდა, ერთხელ რომელიღაც კანდიდატი წარმოადგინა სომხურმა მხარემ მერე ერეკლემ სვხა და იყო მიწერ მოწერა. რათქმაუნდა საპატრიარქოსი  და მთავრობის ნებაა სტატუსის შესახებ  მოილაპარაკონ ეს როდის მოხდება როგორ მე არ ვიცი. გამოვიდა ისტორიკოს ს.კარაპეტიანის ნაშორმი რუკა ცნოაბრი სომხური ეკლესიები საქართველში 1995 წელს სომხურ ენაზე, მე ეს ნაშრომი განვიხილე და მაშინვე დავწერე წიგნი, გავაკრიტიკე და ვამხილე ს.კარაპეტიანი “სომხური” თუ ქართული ეკლესიები საქართველოში? საქართველოში სომხური კი არა ქართული ეკლესიეაბია მეთქი, სადაც დავამტკიცე ძალიან ბერი თითქმის 70% 80%  653 ეკლესიიდან ქართული ეკლესიები აქვს გადატანილი სომხურად, ჯავახეთში, ქვემო ქართლიში, კახეთში,ზუგდიდიში. მე დავამტკიცე რომ ამ პერიოდში ზუგდიდში 2 თუ 3 სომეხი ცხოვრობდა, ამ 3 კაცს ეკლესია ქონოდათ? შეიძლება ქონდათ ოთახი სადმე სამლოცველო მოწყობილი სადაც ლოცულობდნენ მაგრამ ეს ეკლესია ხომ არ არის. ამავე დროს ჯავახეთზე,  მე მივუძღვენი მთელი წიგნის ათეული გვერდი, ჯავახეთში 1830 წლებში შემოსულმა სომხებმა როგორ მიიტაცეს და მიისაკუთრეს ჩვენი ქართული ეკლესიები და ვაჩვენებ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით, ამავე დროსმოვიყვანე კიდე სხვა ისტორიკოსის ცნობები ბერძენიშვილი, ივანე გვერემაძე, როსტომაშვილის სადაც პირდაპირ ნაჩვენებია 1830 წლებში ქართული ეკლესიების მისაკუთრების ფაქტები.

აქ მე არსად არ მითქვამს ეს ეკლესიები ოდიდგანვე სომხური იყო მეთქი, დიმიტრი თუმანიშვილი ერთ–ერთ გაზეთში ამბობს ჩემზე რომ არ ედავება სომეხ მეცნიერებსო, სომხურმა მრევლმა რომ დაიკავა ეს ქართული ეკლესიებიო ამაზე ამბობსო, რომ ოდიდგანვე სომხური იყოო, ესეიგი ის რაზედაც ჩემი ცხოვრების ნახევარი რის წინ ააღმდეგაც ვიბრძვი ვდაობ აქეთ ბრალი დამდეს.


დაშალე და იბატონე უფრო ადვილია

XIX სუკუნის ბოლოს რუსეთმა იარაღის ძალით გააუქმა მეფის ხელისუფლება და ფიზიკურად გაანადგურა საქართველოს სამეფო გვარი, შემდეგ მოსპო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაც და საქართველო თავის გუბერნიად გამოაცხადა. ამის შემდეგ მათ დაიწყეს “გათიშე და იბატონე”–ს პოლიტიკის წარმოება საქართველოში, რომელსაც დღემდე იყენებენ ჩვენი ქვეყნის მიმართ, იარაღით ოკუპაციასთან ერთად. რაში მდგომარეობს პოლიტიკა სახელად “გათიშე და იბატონე”?  რუსთის მიზანი თავიდანვე ცნობილი იყო, მათი პირველად შემოსვლის დღიდან ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ენობრივ–კულტურულ  და ეთნიკური დანაწევრება, ამის შემდეგ საქართველოს დაპყრობა და ამიერ კავკასიის სამუდამოდ მოქცევა თავის გეოპოლიტიკურ ველში გაცილებით ადვილი იქნება მათთვის. ამ მხრივ თვალსაჩინოა თუ როგორ ცდილობენ ჩამოაშრონ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ეს ორი ძირძველი საქართველოს კუთხე, ამ მცდელობასთან ერთად რომელსაც ხორცი შეასხეს და აგერ უკვე ამდენი წელია ისინი განაგებენ სიტუაციას ამ რეგონებში, ამასთანავე ისინი ცდილობენ შუღლი ჩააგდონ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს შორის  და ამისათვის იყენებენ თავიანთ ფულად რესურსებს, ქირაობენ უცხოელ ექსპერტებს და დებენ თავიანთვის მოსაწონ კვლევებს, აი მაგალითად საფრანეგთის კოფერენცია სადაც ჩვენი კუთხის მოსახლეობა სხვადასხვა ეთნოსებადაა მოხსენიებული

აჭარელი,კახელი,ქართველი,მეგრელი,იმერელი,თუში,სვანი და ასე შემდეგ.ერთხელ მახსოვს რუსეთის დუმის დებუტატი ინტერვიუს დროს ამბობდა კახელები მალე დამოუკიდებლობას გამაოცხადებენ და დედაქალაქად ქუთაისის გამოცხადებას აპირებენო. მათ სურთ დავიშალოთ, ჩვენი ქვეყნის დაშლა ისე უნდათ რომ ვერც მიხვდა როდესაც ერთი კუთხის დედაქალაქად სხვა კუთხის ადმინისტრაციული ერთეული გამაოცხადა. ენის შესახებ არ შემიძლია არ მოვიყავნო  ილია ჭავჭავაძის და ვაჟა ფშაველას ციტატები “ენა ისტორიაა ერისა,პირველი ნიშანი ერის ვინაობისა ენაა”,”ერი დედაა ენისა” სწორედ აქედან გამომდინარე რუსეთი ცდილობს ქართულ ენას ზიანი მიაყენოს და დააქუცმაცოს. ივანე ჯავახიშვილი “იმ დროს, როდესაც თავისი თეორიის ძირითადი დებულებანი პირველად გამოქვეყნა ნ. მარრმა მეგურლი,ჭანურეი და სვანური ქართული ენის”ძმურად დაკავშირებული ცოცხალი კილოკავები”დიალექტები იყო მხოლოდ …  მკითხველი სამართლიანად გაოცებული იქნება,როდესაც მისსავე 1912 წლის საჯაროდ წარმოთქმულსა და დაბეჭდილ სიტყვაში :”კავკასია და სულიერი კულტურის ძეგლები”იმავე ავტორის ამგავრ მსჯელობას შეჰხვდება”ქართველმცოდნენი, ქართულ ნაციონალურ შეხვედრებზე დამყნობილნი,უგულებელს ჰყოფდნენ მთელ რიგს ქართლის,თუმცა მონათესავე,მაგრამ დამოუკიდებელ ენებს,როგორც მაგალითად სვანურს,მეგრულს,ჭანურს და მათ ქართულის დამახინჯებულ”თქმად ანუ დიალექტებად სთვლიდნენ”–ო… ავტორის დავიწყებია,რომ ამგარივე (თავისი ხედვით) “ნაცონალისტური”შეხედულება მასაც ჰქონდა, 1905 და 1908 წლებში მეგრული,ჭანური და სვანური მასაც ქართულის ცოცხალ კილოკავებად მიაჩნდა.

ქართველი ახალგაზრდების ისტორიული ექსპედიცია ლაზეთში

ქართული უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის რომელიც შეეხებოდა ლაზეთის თემატიკას სტუდენტებმა ნამუშევრები წარმოადგინეს, მათგან შეირჩა საუკეთესო 40 სტუდენტი რომელთაც პრიზად ორ დღიანი მოგზაურობა ლაზეთში ხვდათ წილად.

12 მაისს გამარჯვებულ სტუდენტთა ჯგუფი გავემგზავრეთ ლაზეთში, როგორც ცნობილი გახდა ეს ფაქტი უნიკალური იყო იმით რომ ასეთი რაოდენობის ქართველი ვიზიტორი არასდროს სწვევია ამ მხარეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ამ ვიზიტით კიდევ უფრო მყარდებობდა ის განცდა და ის ცოდნა რაზეც სტუდენტები ამ მხარეზე ბრმად, თავიანთ ნაწერებში წერდნენ.

ალბათ იქ ჩასვლისას ყველა ჩვენთაგანს ჰქონდა განცდა ნაცნობისა, ანუ თითქმის არ ყოფილა ის ილუზია რომ ჩვენ თურქეთის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით, საზღვარზე გადასვლის პროცედურას თუ არ ჩავთვლით.

სამწუხაროდ წვიმიანი ღრუბლიანი ამინდი დაგვემთხვა და ხშირად წვიმდა კიდეც, ამან ხელი შეგვიშალა რამოდენიმე ისტორიული ადგილის ნახვაში, ფიზიკურად ვერ შევძელით ასვლა სიმაღლეზე, რადგან არც ამინდმა და არც ტრანსპორტმა არ შეგვიწყო ხელი. თუმცა გადავიღეთ უამრავი ფოტო და ვიდეო, ადგილობრივი ლაზები ძალიან თბილად დაგვხდნენ , მათი ენა ძალიან ჰგავდა მეგრულს და ვინც მეგრული ვიცოდით მათთან კონტაკტიც შევძელით, რა თქმა უნდა ისინი არ ელოდნენ ამას და ძალიან გაკვირვებულებიც იყვნენ. ძირითადად ეს სეგმენტი რომელთაც ვესაუბრეთ ახალგაზრდები იყვნენ.

ჩემი აზრით ჩვენი წასვლით უზარმაზარი საქმე გაკეთდა, ადგილობრივებმა იგრძნეს რომ ქართველებს ეს მხარე არ დავიწყებიათ და ამიერიდან უფრო აქტიურად მოინახულებენ ამ მხარეს. ჩვენმა სტუდენტებმა კი სურვილი გამოთქვეს რომ თავიანთ მეგობრებს გაუზიარონ ეს შთაბეჭდილებები და აქტიურად დაწერონ ამ თემაზე. ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ.

ლადო ასათიანი – ქართული ენა როგორც ღმერთების ენა

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან…
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!

1943

იოანე ზოსიმეს დღემდე გაუშიფრავი ნაწარმოები


იოანე ზოსიმე  X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალია. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. იოანე ზოსიმეს დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი, რომელიც გადაუწერია, 949 წლით თარიღდება. ამის საფუძველზე კორნელი კეკელიძე ვარაუდობს, რომ იოანე X საუკუნის დამდეგს უნდა დაბადებულიყო. იოანე ზოსიმე , როგორც ირკვევა, უბრალო ბერი ყოფილა და მღვდლის ხარისხი არ ჰქონია. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ არც ერთ მისსავე ანდერძ–მინაწერში, სადაც მისი თანამშრომლების სახელები და ხარისხებიცაა მითითებული, ის მღვდლად არაა მოხსენიებული. ამიტომ იგი, როგორც ჩანს, თავისუფალი იყო ისეთი საეკლესიო თანამდებობებისაგან, როგორიცაა მოძღვარი, დეკანოზი, მამასახლისი და მთელი თავისი დრო ლიტერატურულ მოღვაწეობას დაუთმო. მიუხედავად მისი პროფესიისათვის შესაფერისი საჭირო ენერგიისა, იოანე ზოსიმე ფიზიკურად სუსტი და მანკიერი ყოფილა. ამაზე მეტყველებს თავისივე ანდერძ მიანაწერები, რომლებშიც იგი თვალნაკლოვანებას, ხაშმს და მოხუცებულობას უჩივის. როგორც სინას მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ მინაწერებიდან  ჩანს, მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან  სინას მთაზე.

იოანე ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი საგალობელნი იადგარნი“, რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებათაგან აღსანიშნავია პატრიოტული საგალობლები ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.იოანე ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა “განმაცხოველებელი”, “შემმოსელი”, “მომგებელი” და ტექსტის “მჩხრეკალი”.

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა  ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ, და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ ” წელი ათასი – ვითარცა ერთი დღჱ”, და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ – ათასსა მარაგსა, და ესე არს ოთხი დღჱ , და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის – ღებისა მისისაჲთა . და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა, და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც – და -ათოთხმეტი  წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ , ესე წილი ანბანისაჲ.

როგორია რუსეთის მორიგი სვლა ქართველი ერის დასაშლელად

რუსეთის მოსახლეობის აღწერა (2010) და მორიგი სვლა ქართველი ერის დასაშლელად მოცემული სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ თავისი ქვეყნის მოსახლეობის აღწერა რატომ უნდა იყოს საშიში სხვა სახელმწიფოს შემქმნელი ერისთვის? ნორმალურ ქვეყანაში სტატისტიკის სამსახური ისე აღწერს მოსახლეობას, ამგვარი “დამატებითი” კითხვა არც ამ ქვეყნის მოქალაქეს გაუჩნდება, არც მეზობელი სახელმწიფოს მკვიდრს და არც რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტს.

ქვემოთ წარმოდგენილი დოკუმენტი: “Всероссийской переписи населения 2010 года” რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმომიგზავნა შესაბამისი ლინკის მითითებით; ჯერსაერთო ნაცნობის – დიდებული ქართველის – მღვდელი დავითის (კონჯარია) დახმარებით დამირეკა და აღელვებულმა მითხრა: “ლინკს გამოგიგზავნით, ნახეთ და პასუხი გაეცით: ამ აღწერის მასალებში ცალ-ცალკე ნაციებად ვართ წარმოდგენილი: მეგრელები, იმერლები, აჭარლები, კახელები და სხვა ქართველები”
Read more…

რუსეთის კიდევ ერთი ხრიკი, რომელზეც რატომღაც არავინ საუბრობს.

მეორე ნაწილი
Read more…

რით გამოირჩევა მსოფლიოს 14 დამწერლობაში ქართული დამწერლობა?!

კაცობრიობამ ხანგრძლივი გზა განვლო ვიდრე დამწერლობის ყველაზე სრულყოფილ სისტემას – ანბანურ ანუ წმინდა ფონეტიკურ დამწერლობას შექმნიდა. ანბანური დამწერლობა ენის ფონეტიკას, მის სტრუქტურას უკეთ ასახავს. დამწერლობა ცდილობს შეძლებისამებრ ზუსტად გადმოსცეს ენის თავისებურებანი, ენის ფენომენი. რაც უფრო უკეთ ახერხებს ამას დამწერლობა მით უფრო სრულყოფილია იგი. დამწერლობა მეტყველების გრაფიკული ფიქსაციაა.

დამწერლობა ანბანურია როცა გრაფიკულ ნიშანს ცალკეული ბგერის მნიშვნელობა აქვს, დამწერლობის ანბანური სისტემა ფინიკიელებმა შექმნეს. ფინიკიური დამწერლობა საფუძვლად დაედო ორ ძირითად განშტოებას: დასავლეთში ბერძნულს, აღმოსავლეთში სემურარამეულ  დამწერლობას.

აღმოსავლურ ანბანურ სამყაროში წერის მიმართულება იყო მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო დასავლურ ანბანურ სამყაროში, პირველად საბერძნეთში დაკანონდა აღმოსავლური საპირისპირო წერის მიმართულება: მარცხნიდან მარჯვნივ – ანბანური სისტემის თვალსაზრისით, ქართული ასომთავრული დამწერლობა განეკუთვნება ბერძნულ დასავლურ ანბანურ სისტემებს, წერის მიმართლება ქართულ ასომთავრულში: ბერძბულია, მარცხნიდან მარჯვნივ, მაგრამ ქართული ასომთავრული დამწერლობის გრაფიკა დიდად განსხვავდება ბერძნულისაგან. ბერძნულ მონუმენტური დამწერლობის ჩამოყალიბება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხდებოდა (ხუთი – ექვსი საუკუნე) დასავლეთის ყველა ერი დამწერლობის ბერძნულ–გრაფიკული სისტემით სარგებლობს, გამონაკლისია ქართული დამწერლობა. ბერძნულისაგან განსხვავებით ქართული მონუმენტური დამწერლობა შექმნილია ერთ დროს და ერთ დროულად.

მსოფლიოში არსებობს 14 ძირითადი დამწერლობა ესენია: ქართული, ლათინური, ბერძნული, კირილიცა, სომხური, არაბული, ებრაული, სირიული, ეთიოპიური, იაპონური, კორეული, ჩინური, ინდური, მონღოლური. Read more…

დვალეთი – 600კვ.კილომეტრი ტერიტორია. ადგილი, რომელსაც საქართველო ერქვა

საქართველოს ისტორიული პროვინცია. XVIII ს-დან მისი აღმოსავლეთი (უმეტესი)ნაწილი (გარდა მამისდონის ხეობისა) შედიოდა ქართლ-კახეთის სამეფოში, ხოლო შემდგომ – ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში (1859 წლამდე). დასავლეთი ნაწილი (მამისდონის ხეობა) შედგიოდა რაჭის საერისთავოთა მმართველობაში (შემდგომ – ქუთაისის გუბერნიის ონის მაზრაში). 1859 წლიდან დვალეთი (ნარა-მამისონის ქვაბული) ადმინისტრაციულად ჩამოშორდა საქართველოს. ამჟამად ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას (ჩრდილო ოსეთი რესპუბლიკა, ალაგირის რაიონი). ეს მნიშვნელოვანი მხარე იყო და კეტავდა ოსეთიდან საქართველოსკენ მომავალ გზას.

საქართველოში  სადაც ჩრდილო კავკასიიდან ოსთა გადმოსახლება დაიწყო XVII საუკუნიდან.ამ რეგიონთან მიმართებაში ტერმინი “ოსეთი” არაოფიციალურად ხმარებაში შემოდის XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან. „ოსეთი“, როგორც სახელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა, პირველად 1842-43 წლებში გაჩნდა, მაშინ როდესაც თბილისის გუბერნიაში შეიქმნა „ოსეთის ოკრუგი“, რომელმაც მოიცვა ნარის (ისტორიული. დვალეთი), ჯავისა და ლიახვის თემები. 1858 წელს ოკრუგი კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრე ბარიატინკის განკარგულებით გაუქმდა, დვალეთი (ნარის უბანი) კი თერგის ოლქს გადაეცა. უშუალოდ ტერმინი „სამხრეთი ოსეთი“, უკვე 1860 წლიდან ფიქსირდება რუსეთის იმპერიის ოფიციალურ დოკუმენტებში.

დვალეთი არის დახლოებით 600კვ.კმ. ფართობის ტერიტორია. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილი 1919 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ,,საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით” საგანგებოდ შეჩერდა დვალეთზე. იგი წერდა: ,,დვალეთის შესახებ საგანგებოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ იგი კავკასიონის უღელტეხილის ორ, მთავარსა და პირიქითელს, ქედებს შუა არის მოქცეული… ეს დვალეთი ამ ადგილას საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთის მონაპირე მხარე იყო.

ძველთაგანვე დვალეთი საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამ სამზღვარს განსაკუთრებული ყურადღება XII საუკუნითგან მიექცა. როდესაც აქ მოხდა დავლეთიდან ხალხის ბარში ჩამოსვლა და ამ ადგილის მომთაბრე ტომებისაგან დაკავება.

დვალელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სიმონ დვალი.