Skip to content

მეფე რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს

February 11, 2011

გიორგი V ბრწყინვალე(1286-1346), საქართველოს მეფე 1314-1346, დემეტრე მეორე თავდადებულის უმცროსი ძე. აღიზარდა სამცხეში მისი პაპის(დედის მხრიდან)ბექა ჯაყელის კარზე. ყაზან-ყაენმა ის 1229 წელს საკუთარი ძმის დავით მერვეს წინააღმდეგ ჩააბა და მეფედაც დასვა მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ ცილდებოდა და ამიტომაც მას თბილისის მეფესაც უწოდებდნენ. ყაზან-ყაენმა იგივე მისიისათვის გამოიყენა მიორგი ბრწყინვალეს მეორე ძმა ვახტანგ მეორე (მეფობდა 1302-1308 წლებში).
1314 წელს დავით მერვის და ვახტანგ მეორის გარდაცვალების შემდეგ გიროგი ბრწყინვალე გახდა მეფე. ამ დროს საქართველო ძალზედ დასუსტებული იყო და მას ყოველმხრივ დაქუცმაცებული საქართველო ერგო. მეფობის საწყის ეტაპზე მან თავი შეიკავა მონღოლებთან ბრძოლაზე და პრიორიტეტად დაისახა ტერიტორიების შემოერთება და ეკონომიკურად გაძლიერება ქვეყნის.

1329 წლეს გირგი ბრწყინვალემ შემოიერთა დასავლეთ საქართველო, ხოლო 1334 წელს როდესაც გარდაიცვალა სამცხრის მმთავარი სარგის მეორე ჯაყელი (მისი ბიძა) მან სამცხრის მმართველად დანიშნა სარგისის შვილი ყვარყვარე პირველი და ერთგულების ფიცი ჩამოართვა. ამ დროს მონღოლების იმპერიას დიდი დღე აღარ ეწერა, როდესაც 1304 წელს ყაზან-ყაენი გარდაიცვალა დაიწყო მათი სამეფოს უკან სვლა და ნელ-ნელა დასუსტება 1334 წლისათვის ის აღარ იყო ისეთი ძლიერი როგორც საქართველოში შემოსვლისას და სწორედ ამ დროს გადაწყვიტა გიორგი ბრწყინვალემ საბოლოოდ განთავისუბლებულიყო საქართველო მონღოლების უღლისაგან, უარი თქვა ხარკის გადახდაზე, მარბიელი ლაშქარი დაამარცხა და ერთ საუკუნოვანი მონღოლური ბატონობა წარსულს ჩაბარდა.


გიორგი ბრწყინვალე ძალღონეს არ იშურებდა რომ ცენტრალური ხელისუფლება გაეძლიერებინა და ამით შეეკრა ერთ მუშტად მთელი საქართველო საამისოდ ის უკიდურეს ქმედებასაც მიმართავდა, მან ბრძანა თავადების ცივის მთაზე შეკრება (იმ თავადების რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა მონღოლებთან სამამულო ომში) სანადიმოდ და იქ ურჩ თავადებს თავები მოკვეთა. იგი იყო ასევე ფინანსური რეფორმის განმახორციელებელი მისი მეფობის დროს მოიჭრა “გიორგაული თეთრი” მისი ხელმძღვანელობით შეიქმენა საკანონმდებლო წიგნები ”ხელმწიფის კარის გარიგება” და “ძეგლისდება” ეს უკანასკნელი აწესრიგებდა მთიელების ცხოვრებას.
საქართველოს მეფეს კარგი ურთიერთობები ჰქონდა ეგვიპტის სულთანთან და ამის წყალობით მოახერხა აღედგინა იერუსალიმსა და სინას მთაზე ქართველთა ეკლესია მონასტრები. მას ასევე კარგი ურთიერთობა ჰქონდა იტალიის მართველთან შავი ზრვის ფაქტორის გამოყენებით.
გიორგი მეხუთე შემდეგ უკვე ბრწყინვალედ წოდებული გამეფდა ოცდაოთი წლისა. იმეფა ოცდა თორმეტი წელი, გარდაიცვალა ორმოცდა თექვსმეტი წლისა დაგრძალულია გელათში.

Leave a Comment

Leave a comment